ისრაელის მთავრობამ გოლანის მაღლობებისა და კაცრინის განვითარების ხუთწლიანი გეგმა დაამტკიცა. გეგმა გათვლილია 2026-2030 წლებზე და 334 მილიონი დოლარის დაფინანსებას ითვალისწინებს.
აღნიშნული განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს კაცრინის ადგილობრივი საბჭოს ხელმძღვანელთან, იეჰუდა დუასა და გოლანის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელთან, ური კელნერთან იერუსალიმში შეხვედრას მოჰყვა.
ჩრდილოეთის ტნუფას დირექტორატი, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, 2030 წლისთვის კაცრინსა და გოლანის მაღლობებზე 3 000 ახალი ოჯახის ჩაყვანას გეგმავს. ისრაელის მთავრობა ასევე გეგმავს საზოგადოებრივი მომსახურების გაუმჯობესებას და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას სირიისა და ლიბანის საზღვრებთან მდებარე რეგიონში.
„ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს, როდესაც მან აღიარა ჩვენი სუვერენიტეტი გოლანის მაღლობებზე და ახლა ჩვენ მასიური განვითარების ტალღით მოვდივართ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ შეხვედრაზე.
