„არქი“ – Archi პარტნიორებთან ერთად თბილისში „ტრამპ თაუერს“ ააშენებს, – ამის შესახებ ბიზნესმენი, კომპანია „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია სოციალურ ქსელში წერს.
„ტრამპ თაუერი“ საქართველოს უძრავი ქონების სექტორს სულ სხვა დონეზე აიყვანს!
ვამაყობ, რომ მე, როგორც „არქის“ დამფუძნებელი მონაწილე ვარ ამ ისტორიული მოვლენის!“,- წერს ილია წულაია.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ოჯახის უძრავი ქონების კომპანია, პარტნიორებთან ერთად, თბილისში ახალ ცათამბჯენს ააშენებს.
„უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით,ტრამპის ორგანიზაცია საქართველოს დედაქალაქში, ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, 70-სართულიანი ფეშენებელური საცხოვრებელი კომპლექსის – Trump Tower Tbilisi-საშენებას გეგმავს.

კომენტარები
