საშუალო დანახარჯების თითქმის 40 პროცენტი არააუცილებელ პროდუქტებზე მოდის, ხოლო წინა წელს შეძენილი ყოველი მეოთხე ნივთი თითქმის არ გამოიყენება.
18-24 წლის ახალგაზრდები ონლაინ-ყიდვას ანიჭებენ უპირატესობას: მათი 98 პროცენტი სწრაფი მიწოდების აპლიკაციებს იყენებს, ხოლო 75 პროცენტი – სოციალურ ქსელებს.
თქვენი გარდერობები კეთილი განზრახვებით არის სავსე. იქ თავისი ადგილი აქვს მიჩენილი მაისურს, ახალი წლის შემდეგ შეძენილი ჰანტელებს ან მრავალჯერად ტუჩსაცხს, რომლის ყიდვა იმ კონკრეტულ მომენტში აუცილებლობად მიგაჩნდათ ცხოვრების აზრის შესანარჩუნებლად, დღეს კი არაფერში გარგიათ. Wallapop-ის კვლევის თანახმად, ეს იმიტომ ხდება, რომ ესპანელების ნახევარზე მეტი (56%) ყიდულობს პროდუქტებს, რომლებიც არ სჭირდებათ ან არ იყენებენ.
კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ არსებობს გარემოებების ერთობლიობა, რომელიც ხელს უწყობს სწრაფ და დაუფიქრებელ შენაძენებს და ახალისებს ქცევებს, რომლებიც „ემოციურ იმპულსებზე“ რეაგირებენ. შესაბამისად, ათიდან შვიდი ესპანელი აღიარებს, რომ ნივთებს სტრესის ან იმედგაცრუების მომენტებში ყიდულობს და ეს მისთვის იმ მომენტში თვითდაჯილდოების ფორმას წარმოადგენს. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (53%) არ მალავს, რომ ამას მოწყენილობის მოსაკლავად აკეთებს.
ასეთი გარემო მძლავრ მამოძრავებელ ძალას პოულობს ციფრულ სამყაროში. 18-24 წლის ახალგაზრდების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა (95%) სწრაფი მიწოდების აპლიკაციებს იყენებს, ხოლო რესპონდენტის 78% ამ სერვისით სარგებლობას ღიად ადასტურებს.
ამ სქემაში თავისი წვლილი შეაქვთ სოციალურ ქსელებსაც. ესპანელების 44 პროცენტი ამბობს, რომ ამ სოციალური ქსელებიდან მიღებული ინფორმაცია გავლენას ახდენს მათ გადაწყვეტილებებზე; ეს მაჩვენებელი 75%-მდე იზრდება 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდების შემთხვევაში.
თავის როლს თამაშობს ფასდაკლების აქციების შესახებ ინფორმაციის მრავალფეროვნებასაც: მომხმარებელთა 92% აღიარებს, რომ ეს მათზე მოქმედებს. კიდევ 52% აღნიშნავს, რომ ტენდენციები გავლენას ახდენს მათ გადაწყვეტილებებზე.
უარყოფითი შედეგები ჯიბისთვის
გაუაზრებელი შენაძენები საბანკო ანგარიშებზე უარყოფითად აისახება. ცხოვრების მაღალი ღირებულების პირობებში, ესპანელების ნახევარზე მეტი (55%) არ მალავს, რომ მათი ხელფასი არ იძლევა ხარჯების დაფარვის ან დაზოგვის საშუალებას. კვლევა წარმოაჩენს კიდევ ერთ წინააღმდეგობას: გამოკითხულთა 70% ნივთის ყიდვის დროს გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნევს მის „საჭიროებას“, თუმცა მონაცემები აჩვენებს, რომ, საბოლოო ჯამში, მათი შეძენა აუცილებელი სულაც არ იყო, რადგან მყიდველს ეს პროდუქტები არ გამოუყენებია.
მეტიც: ხარჯების დაახლოებით 40% არააუცილებელ პროდუქტებზე იხარჯება. გასულ წელს შეძენილი ნივთებიდან მხოლოდ ყოველი მეოთხე გამოიყენება ხშირად. გარდა ამისა, ხუთიდან ორი ესპანელი აღიარებს, რომ საჭიროზე მეტს ყიდულობს: 76%-ს იმპულსური ყიდვისკენ უბიძგებს ისეთი ნივთები, რომლებსაც არასდროს გამოიყენებს.
როდესაც ეს ნანატრი ნივთი შემძენის საკუთრება ხდება, მათი 60% არანაირ განსაკუთრებულ შეგრძნებას არ განიცდის; მეტიც – 16% აღიარებს, რომ დისტრესს განიცდის და მხოლოდ 3% ამბობს, რომ კმაყოფილია.
იმედგაცრუება ჩნდება მაშინაც, როდესაც რაღაც მიუღწეველი სურთ. ესპანელების დაახლოებით 64%-ს ასეთი განცდა მაშინ ეუფლება, როდესაც ხედავს რაიმე ტრენდულს, რისი შეძენის საშუალებაც არ აქვს.
ამრიგად, ინტერნეტ-პლატფორმებზე ნაყიდი პროდუქტების ნახევარზე მეტი ცირკულარული ეკონომიკის ყოველგვარ ლოგიკას სცილდება და ორი დანიშნულება აქვს: ნაგვის ურნა ან გარდერობის უკანა მხარე.
https://www.rtve.es/noticias/20260422/comprar-estres-aburrimiento-casi-mitad-espanoles-adquiere-cosas-utiliza-necesita/17035337.shtml
