რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით ოდესა დაბომბა. ინფორმაციას ოდესის სამხედრო-საქალაქო ადმინისტრაციის უფროსი, სერგეი ლისაკი ავრცელებს.
მისი განცხადებით, დაიბომბა ორი ორსართულიანი და ერთი სამსართულიანი სახლი. დაბომბვის შედეგად ცოლ-ქმარი დაიღუპა.
ლისაკის ინფორმაციით, დაშავებულია 15 ადამიანი. დაშავებულთა ნახევარზე მეტი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულთა შორის არიან ბავშვებიც, რომლებსაც ფსიქოლოგების დახმარება დასჭირდათ.
კომენტარები
