ოპოზიციას პარტნიორი არასდროს უძებნია ქართველ ხალხში, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ისინი პარტნიორებს ქვეყნის გარეთ ეძებენ, რათა საქართველოს ინტერესები დააზიანონ.
„ოპოზიციური ალიანსების დღის წესრიგი გასაგებია, არის დესტრუქციული, რადიკალური და შესაბამისად პარტნიორებს ეძებენ ქვეყნის გარეთ, რომ დააზიანონ საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს ინტერესები. ოპოზიციას პარტნიორი არასდროს უძებნია ქართველ ხალხში“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მესამე დღეა ბრიტანეთის საელჩო „ქრონიკის“ კითხვას არ პასუხობს. კითხვა კი ეხება ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე ხელისუფლების სანქცირების თემა განიხილეს.
კომენტარები
