საფრანგეთის მემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი აცხადებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, პირველ რიგში, ბრიუსელში გაემგზავრება და ევროკომისიას დაუპირისპირდება. ჟორდან ბარდელას თქმით, ის შეეწინააღმდეგება ევროკავშირის ინსტიტუტებზე გერმანიის გადაჭარბებულ გავლენას. ამ თემაზე ბარდელამ ფრანგულ გაზეთთან ინტერვიუში ისაუბრა.
პოლიტიკოსი საფრანგეთის მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს კენჭისყრას, უახლესი რეიტინგებით ის ფავორიტ კანდიდატად სახელდება.
კომენტარები
