აშშ-ში პოლიტიკური ძალადობა საგანგაშო რეალობად იქცა, არ შეიძლება, პასუხი იყოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობაზე უარის თქმა, – ამის შესახებ ნიუ-იორკის მერმა, ზოჰრან მამდანიმ განაცხადა.
მამდანიმ აღნიშნა,`რომ პოლიტიკური ძალადობა მიუღებელია.
„პოლიტიკური ძალადობა მიუღებელია და მას ჩვენს ქვეყანაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. შვებით ამოვისუნთქე, რომ პრეზიდენტი ტრამპი და ყველა დამსწრე უსაფრთხოდ არიან. რაც ჩვენ ვნახეთ თეთრი სახლის კორესპონდენტთა ვახშამზე, არის ქვეყნის მასშტაბით არსებული უფრო ფართო და ძალიან საგანგაშო რეალობის ნაწილი, როგორ იქცა პოლიტიკური ძალადობა ჩვენი პოლიტიკის ნაწილად. ეს არის საკითხი, რომელსაც ყოველთვის ვითვალისწინებთ, როდესაც ჩვენს ქალაქში რაიმეს ვგეგმავთ“, – განაცხადა მამდანიმ.
მისივე თქმით, სრულად ენდობა ქალაქის პოლიციას და დარწმუნებულია, რომ ნიუ იორკი უსაფრთხო დარჩება.
„სრულიად დარწმუნებული ვარ ჩვენს ქალაქში და ჩვენს პოლიციის დეპარტამენტში, რომ ისინი ნიუიორკელების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ასეთ ძალადობაზე პასუხი არასდროს შეიძლება იყოს ის, რომ ჩვენ უარი ვთქვათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობაზე. ნიუ იორკის გახსნილობა მსოფლიოსთვის და აქ მცხოვრებთათვის არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც ვაჩვენებთ, რომ ამ ტიპის პოლიტიკურ ძალადობას ჩვენს საზოგადოებაში ადგილი არ აქვს“, – განაცხადა მამდანიმ.
