ეროვნული თავდაცვის აკადემიაში რიგით მეათე კადეტთა საერთაშორისო კვირეული გაიმართა.
აკადემიას, ღონისძიების ფარგლებში 63 მონაწილე სტუმრობდა 16 სხვადასხვა ქართული და უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.
საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობას აშშ-ის, კანადის, ბელგიის, იტალიის, აზერბაიჯანის, პოლონეთის, რუმინეთის, მაკედონიის, თურქეთის, საბერძნეთის და სომხეთის სამხედრო სასწავლებლების კადეტებთან ერთად საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები და აკადემიის იუნკერები იღებდნენ.
კვირეულის ფარგლებში მონაწილეები ჩართული იყვნენ სხვადასხვა სახის სამხედრო, აკადემიურ და კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებში.
საერთაშორისო კვირეული მიზნად ისახავს საზღვარგარეთის წამყვან უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებლთან თანამშრომლობის განმტკიცებას, ასევე სტუმრებისათვის ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და ზოგადად, საქართველოს გაცნობას.
თავდაცვის აკადემიაში რიგით მეათე კადეტთა საერთაშორისო კვირეული გაიმართა
28.04.2026 11:37:20
ნანახია: 5 ჯერ
