ფრიდრიხ მერცი გერმანელი პოლიტიკოსების რეიტინგში პირველად აღმოჩნდა ბოლო ადგილზე. ასეთია გაზეთ Bild-ის დაკვეთით ინსტიტუტ Insa-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. გამოკითხულთა შეფასებებზე დაყრდნობით, გერმანიის კანცლერმა 10 შესაძლოდან საშუალოდ მხოლოდ 2,9 ქულა დააგროვა.
გერმანელი პოლიტიკოსების რეიტინგში ლიდერობას კვლავ გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი (4,9 ქულა) ინარჩუნებს. მას მოჰყვება ჯემ ოზდემირი „მწვანეთა“ პარტიიდან, რომელიც, სავარაუდოდ, ბადენ-ვიურტემბერგის მხარის ახალი ხელმძღვანელი გახდება.
რეიტინგის მიხედვით, მერცი ნდობას კარგავს კონსერვატიული ბლოკის (CDU/CSU) ამომრჩევლებს შორისაც. ის ჩამორჩება, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პრემიერ-მინისტრ ჰენდრიკ ვუსტს (მე-3 ადგილი), ბავარიის პრემიერ-მინისტრ მარკუს ზოდერს (მე-4 ადგილი) და შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდერ დორბინდტს (მე-6 ადგილი). გერმანიის კანცლერის ქმედებები გამოკითხულთა მხოლოდ 10%-მა შეაფასა დადებითად.
