გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული ღრმა ურთიერთობა არის „შერიგებისა და შესანიშნავი პარტნიორობის“ მაგალითი, – განაცხადა მეფე ჩარლზმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას და იმედი გამოთქვა, რომ ეს კავშირი ორმხრივ რწმენაზე დაფუძნებით მომავალშიც გაგრძელდება.
„250 წლის წინანდელი მწვავე უთანხმოებიდან ჩვენ გამოვჭედეთ მეგობრობა, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ალიანსად იქცა“, – მიმართა მონარქმა კანონმდებლებს, კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მან ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ კავშირს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ვიზიტი დაძაბულ პერიოდს დაემთხვა. მოკავშირეებს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც ირანთან აშშ-ისრაელის ომი დაიწყო.
„მთელი გულით ვლოცულობ, რომ ჩვენმა ალიანსმა კვლავაც განაგრძოს ჩვენი საერთო ღირებულებების დაცვა ევროპელ პარტნიორებთან, თანამეგობრობის ქვეყნებთან და მთელ მსოფლიოსთან ერთად“, – განაცხადა მეფე ჩარლზმა აპლოდისმენტების ფონზე.
