ხაზარაძის მარიონეტების მხრიდან სხვისთვის „მოღალატის“ იარლიყის მიწებება მინიმუმ ამორალურია, ზოგადად მსგავსი ტიპის და შინაარსის პოსტები, უფრო მეტად გამხმოვანებელს აზიანებს და არა ადრესატს, – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ შესახებ.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ნარატივი, რომ ირაკლი კობახიძე მოღალატეა, საქართველოში არ მუშაობს და არ იმუშავებს, ვინაიდან ხალხს კარგად შეუძლია ერთმანეთისგან გაარჩიოს ემოციური პროპაგანდა და რეალობა. მისივე შეფასებით, საზოგადოება „ტვ პირველის“ დღის წესრიგით არ ცხოვრობს და ის საკუთარ შეფასებებს ფაქტებზე დაყრდნობით აყალიბებს.
„ხაზარაძის მარიონეტების მხრიდან სხვისთვის „მოღალატის“ იარლიყის მიწებება მინიმუმ ამორალურია, ზოგადად მსგავსი ტიპის და შინაარსის პოსტები, უფრო მეტად გამხმოვანებელს აზიანებს და არა ადრესატს.
ნარატივი, თითქოს კობახიძე მოღალატეა, საქართველოში არ მუშაობს და არ იმუშავებს, საზოგადოებას კარგად შეუძლია ერთმანეთისგან გაარჩიოს ემოციური პროპაგანდა და რეალობა. საზოგადოება ტვ პირველის დღის წესრიგით არ ცხოვრობს და ის საკუთარ შეფასებებს ფაქტებზე დაყრდნობით აყალიბებს.
რაც შეეხება პრემიერის მიერ ფასებთან დაკავშირებულ განცხადებებს, ისინი ასახავს რეალობას და ეფუძნება ობიექტურ ეკონომიკურ ფაქტორებს.
პრობლემა ის არის, რომ ზოგიერთი მედია, მათ შორის „ტვ პირველის“ წარმომადგენლები, ხშირ შემთხვევაში ფაქტებზე წინ აღქმებს და სიცრუეს აყენებენ, რაც აზიანებს როგორც ქვეყნის, ასევე საზოგადოების ინტერესს“, – წერს ჩიხელიძე.
