უნგრელმა ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ ევროკომისია წევრი სახელმწიფოების არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა.
ლასლომ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ სახელმწიფოთა შიდა პოლიტიკაში ჩარევა უდიდესი სკანდალია, ბრიუსელის ელიტა კი მის მიჩქმალვას ცდილობს.
ევროპარლამენტარმა ევროკომისიის მიერ გააქტიურებულ სისტემას ონლაინ ცენზურის რეჟიმი უწოდა, რომელიც საარჩევნო კამპანიების დროს სოციალურ ქსელებში კონტენტს აკონტროლებს.
ანდრაშ ლასლოს თქმით, ბრიუსელი უკვე ჩაერია პოლონეთის, იტალიის, რუმინეთის და უნგრეთის არჩევნებში. ევროპარლამენტარი ცენზურის განმახორციელებელთა პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.
კომენტარები
