იერუსალიმში ფრანგ მონაზონზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს.
ისრაელის პოლიციაში განაცხადეს, რომ დაკავებულია 36 წლის ეჭვმიტანილი, რომელიც საფრანგეთში დაბადებულ სასულიერო პირზე თავდასხმაშია ბრალდებული.
სასულიერო პირი, რომელზე თავდასხმაც სიონის მთაზე, მეფე დავითის საფლავის მიმდებარე ტერიტორიაზე 28 აპრილს მოხდა, იერუსალიმში, ბიბლიური და არქეოლოგიური კვლევების ფრანგულ სკოლაში მკვლევარად მუშაობს.
იერუსალიმში ბიბლიური და არქეოლოგიური კვლევების ფრანგული სკოლის მკვლევარს, 48 წლის ფრანგ სასულიერო პირს მამაკაცი დაედევნა, მიწაზე დააგდო და ფეხი დაარტყა.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინციდენტს „სამარცხვინო აქტი“ უწოდა და განაცხადა, რომ ხელისუფლება კვლავ „ყველა სარწმუნოების რელიგიისა და თაყვანისცემის თავისუფლების დაცვის“ ერთგული რჩება.
კომენტარები
