პენტაგონი იტყუება. ნეთანიაჰუს ავანტიურა ამერიკას აქამდე 100 მილიარდი დოლარი დაუჯდა, რაც ოთხჯერ მეტია, ვიდრე აცხადებენ, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის გადასახადის გადამხდელებისთვის არაპირდაპირი ხარჯები გაცილებით მაღალია.
„აშშ-ის გადასახადის გადამხდელებისთვის არაპირდაპირი ხარჯები გაცილებით მაღალია. თითოეული ამერიკული ოჯახის ყოველთვიური გადასახადი 500 დოლარია და სწრაფად იზრდება. „ისრაელი უპირველეს ყოვლისა“ ყოველთვის ნიშნავს „ამერიკა ბოლო ადგილზე“, – წერს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, აშშ-ში აცხადებენ, რომ ირანის წინააღმდეგ ომის ხარჯი, ამ დროისთვის 25 მილიარდ დოლარს შეადგენს.
კომენტარები
