ირაკლი სესიაშვილის
განმარტებით, კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების ადვოკატის მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეოკადრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ აღნიშნული ინციდენტი მელიამ და ბოკერიამ მოაწყო.
“კორცხელის პროვოკაცია დაიწყო მელიამ და გიგა ბოკერიამ. პროვოკაცია დაიწყო იმით, რომ ზონდერ ჯგუფების მობილიზაცია დაიწყო და შეურაცხყოფას აყენებდნენ “ქართული ოცნების” ამომრჩევლებს. შედეგს შედმგომ უშუალოდ, ჩვენს მხარდამჭერებს დაუწყეს “ძველბიჭურად” შეურაცხყოფების მიყენება.
თუ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები სცემეს, ეს ჩვენი ბრალი არ არის და არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი ამ ბიჭებს უნდა დაბრალდეს. ინციდენტი მიუღებელი იყო, ვგმობთ ყველაფერს, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებობს ქართული სტანდარტები – ადამიანს რომ შეაგინებ და შეურაცხყოფას მიაყენებ – საპასუხოს მიიღებ”,- აღნიშნა სესიაშვილმა “პირWელთან” საუბრისას.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკური სარგებელის მისაღებად ყველაფერზე წავა და მოუწოდა გამოძიებას, ინციდენტი ორმხრივად გამოიძიოს.
“მოვუწოდებს გამოძიებას, ცალმხრივ მიდგომას ადგილი არ ჰქონდეს და რეალურად დადგინდეს, რა მიზნით მივიდა მელია ამ ახალგაზრდებთან და რატომ იყვნენ ხელკეტებით შეიარაღებულები. ყველას თავისი პასუხისმგებლობა აქვს, იქნება ეს სისხლის სამართლებრივი, ადმინისტრაციული თუ პოლიტიკური. ეს ყველაფერი უნდა იქნას გამოძიებული”,- განაცხადა სესიაშვილმა.
ცნობისთვის, კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების ადვოკატი, ზურაბ ბელთაძე კორცხელში გადაღებულ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს, სადაც ჩანს როგორ სცემენ ხელკეტებით სპორტსმენებს უცნობი პირები.
კომენტარები