ევროპარლამენტში „იმედის“ დასანქცირება არის კონკრეტული ჯგუფების ინტერესებიდან გამომდინარე და რა ინტერესი უნდა ჰქონდეთ მათ, თუ არა რაღაც კორუფციული სქემები და შავბნელი დავალებები?! – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.
მისი თქმით, ყველაფერი ნათლად აჩვენებს იმას, თუ როგორი კრიზისია ევროპარლამენტში.
„იმედის” დასანქცირების საკითხზე ევროპარლამენტში ამავდროულად იკვეთება კორუფციული ინტერესებიც. არ გამიკვირდება თუ კატარგეითის გაგრძელებას ვიხილავთ სულ ცოტა ხანში ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ, რომ არანაირი ტექნიკური საკითხი ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. ეს არის პოლიტიკური ჯგუფების პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებიც დიდი ხანია მუშაობენ. მათ რა ინტერესები უნდა ჰქონდეთ, რომ „იმედი” დაასანქცირონ, თუ არა რაღაც კორუფციული სქემები და შავბნელი დავალებები?! ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს მთლიანად ამ ინსტიტუტის კრიზისს, რომელმაც სამწუხაროდ შეუქცევადი ხასიათი მიიღო”,- აღნიშნა იონათამიშვილმა.
