თუ აქამდე გვებრძოდნენ ევრობიუროკრატები, ევროპელი კრიმინალები ჩაერთნენ ამ საქმიანობაში, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
წამყვანმა ჰკითხა, რა მიზანი უნდა ჰქონდეს საქართველოს მიმართ პოლონური ხაზის გააქტიურებას – იქნება ეს ევროპარლამენტი, თუ პოლონეთის საგარეოს მხარდაჭერით ქართულენოვანი მაუწყებლობის ამოქმედება.
„თუ აქამდე გვებრძოდნენ ევრობიუროკრატები, ევროპელი კრიმინალები ჩაერთნენ ამ საქმიანობაში. ვნახეთ ორი [ მარიუშ კამინსკი და მალგოჟეტა გოშევსკა] ისეთი ოდიოზური ფიგურა, რომელსაც საკმაოდ კრიმინალური ბიოგრაფია აქვს ქვეყანაში და ისინი ერთ-ერთი ინიციატორები არიან საქართველოში სიტყვის თავისუფლების ჩახშობის. თავის საწადელს ვერ მიაღწევენ, მაგრამ ის ფაქტი, რომ ასეთი კრიმინალური წარსულის ადამიანები არიან აქტიურები ამ პროცესში, გონივრულ ეჭვებს აჩენს, რომ მათ უკან კორუფციული სქემებიც დგას.
ჩვენ ეს არ გაგვიკვირდება, რადგან გვახსოვს „კატარგეიტი“ ევროკავშირში, სხვადასხვა კორუფციული სქემა, რომლითაც დასტურდება, რომ ადამიანები, რომლებიც ევროპულ საქმეს უნდა ემსახურებოდნენ, სინამდვილეში საკუთარ ჯიბეებს ემსახურებიან. კონკრეტული სამართლებრივი შედეგებიც დადგა. არ გამიკვირდება, რომ ეს ორი ადამიანი, რომელიც დღეს განსაკუთრებით აქტიურობს, მათ შორის „იმედის“, ქართულ მედიის წინააღმდეგ, გავიდეს დრო და გავიგოთ, რომ მათ პირადი ინტერესები ჰქონდათ და ეს ინტერესები არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ იმით, რომ ეს ადამიანები დაახლოებულები არიან ჩვენი ქვეყნის მასშტაბურ კრიმინალთან და დამნაშავესთან მიხეილ სააკაშვილთან“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
