აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ჩინეთი დღეს მსოფლიოში და მომავალში ყველა საკვანძო მრეწველობაში დონირების მოპოვებას ცდილობს.
როგორც რუბიომ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, ამერიკულ მხარეს, შესაძლოა, ეს არ მოსწონდეს, მაგრამ ჩინელები ამას საკუთარი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებენ.
„ჩინეთი აკეთებს იმას, რასაც მეც ვიზამდი, ჩინეთის ლიდერი რომ ვყოფილიყავი. ისინი ცდილობენ დომინირებას მსოფლიოში და მომავალში ყველა საკვანძო მრეწველობაში. ჩვენ ეს შეგვიძლია არ მოგვწონდეს, მაგრამ ეს არის ის, რის გაკეთებასაც ისინი ცდილობენ საკუთარი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ ჩვენი ინტერესებით უნდა ვხელმძღვანელობდეთ“, – განაცხადა რუბიომ.
კომენტარები
