რუსები ხერსონის ცენტრში ავტობუსს დრონებით თავს დაესხნენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც უკრაინული მედია იტყობინება, რუსების იერიშის შედეგად 60 წლის მძღოლი დაშავდა.
კაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა შეფასებულია, როგორც საშუალო სიმძიმის.
ინფორმაციისთვის, 2 მაისს რუსებმა დნეპრში, ავტობუსზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა.
კომენტარები
