სიერა-ლეონე თანახმაა, აშშ-ის მიერ დეპორტირებული დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ასობით მოქალაქე მიიღოს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტიმოთი კაბამ „როიტერს“ განუცხადა.
„სიერა-ლეონემ ხელი მოაწერა მესამე ქვეყნის ეროვნულ შეთანხმებას (Third Country National Agreement) აშშ-თან, რომ ის ყოველწლიურად დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოების ეკონომიკური თანამეგობრობის ქვეყნების (ECOWAS) 300 მოქალაქეს მიიღებს მომდევნო 25 თვის განმავლობაში“,- განაცხადა ტიმოთი კაბამ.
როგორც ცნობილია, დეპორტირებული მიგრანტების პირველი ტალღა სიერა-ლეონეში 20 მაისს ჩავა და ქვეყანაში სენეგალის, განას, გვინეისა და ნიგერიის 25 მოქალაქეს მიიღებენ.
როგორც „როიტერი“ წერს, ჯერჯერობით გაურკვეველია, მიეცემათ თუ არა მიგრანტებს სიერა-ლეონეში ხანგრძლივი პერიოდით დარჩენის უფლება.
კომენტარები
