ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ლიბანში დაჯგუფება „ჰეზბოლას“ 100 სამიზნე დაბომბა.
IDF-ის განცხადებით, მათ სამიზნეებს წარმოადგენდა სამხრეთ ლიბანის ტიროსის რაიონში დაჯგუფების სადამკვირვებლო პუნქტები, იარაღის საწყობები და ინფრასტრუქტურის დამატებითი ობიექტები.
ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, რეგიონში განხორციელებული დარტყმების შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა.
ამასთან, ისრაელის არმიის ცნობით, სამხრეთ ლიბანში საბრძოლო მოქმედებების დროს ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, დაღუპული არის 24 წლის კაპიტანი მაოზ ისრაელ რეკანატი.
მარტის დასაწყისში „ჰეზბოლასთან“ ომის განახლების შემდეგ დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რაოდენობა 21-მდე გაიზარდა.
კომენტარები
