ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კონგოში ებოლას აფეთქება საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა. ორგანიზაციის განცხადებით, კონგოში ებოლას 246 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო 80 ადამიანია დაღუპული.
ებოლა გასცდა კონგოს საზღვრებს და დაფიქსირდა მეზობელ უგანდაშიც.
უგანდელი მაღალჩინოსნების თქმით, დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა და ებოლას შედეგად გარდაცვალების ფაქტიც.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ მოცემული ვითარება არ შეესაბამება „კოვიდ-19“-ის მსგავს, პანდემიის მასშტაბის საგანგებო მდგომარეობას, რის გამოც საზღვრების დახურვის აუცილებლობა ამ ეტაპზე არ დგას.
თუმცა ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ვირუსის გავრცელებამ გაცილებით მასშტაბური სახე მიიღოს, ვიდრე ამჟამად ფიქსირდება.
ებოლას ვირუსი 1976 წელს აღმოაჩინეს. ებოლას ვირუსს სისუსტე, ყელისა და კუნთების ტკივილი ახასიათებს. ის პირღებინებას, დიარეასა და შინაგან სისხლდენას იწვევს. მეცნიერებმა ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინა 2016 წლის დეკემბერში შექმნეს.
