ლონდონში მიგრაციის წინააღმდეგ მსვლელობასა და პალესტინის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე 40-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დემონსტრანტთა ჯგუფი პოლიციელებს დაესხა თავს, თუმცა სამართალდამცველებს მსუბუქი დაზიანებები აქვთ და ექიმების დახმარება არ დასჭირვებიათ. აქციებში, რომლებიც ლონდონის ცენტრში ერთმანეთის პარალელურად გაიმართა, ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
კომენტარები
