სლოვაკეთის ვიცე-პრემიერს, ტომაშ ტარაბასთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით საქართველო-სლოვაკეთის ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.
როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, შეხვედრაზე ისაუბრეს საერთო ინტერესის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე.
„მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში, შევხვდი სლოვაკეთის ვიცე-პრემიერს, ტომაშ ტარაბას. ხაზი გავუსვით საქართველო-სლოვაკეთის ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა, საერთო ინტერესის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის“, – წერს ირაკლი კობახიძე.
Met with Slovak Deputy PM, H.E. @tomas_taraba at #WUF13. Highlighted the positive dynamics in 🇬🇪–🇸🇰 relations and reaffirmed our readiness to further strengthen bilateral cooperation in areas of mutual interest. pic.twitter.com/aoxoSOulTJ
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) May 18, 2026
