კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელ ბერმუდესმა განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ ნებისმიერ სამხედრო მოქმედებას საპასუხოდ „სისხლისღვრა“ მოჰყვება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICOავრცელებს.
„პლანეტის უდიდესი სამხედრო ძალის მხრიდან კუბის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მუქარები უკვე ცნობილია“, – განაცხადა დიას-კანელმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში. „მხოლოდ მუქარაც კი საერთაშორისო დანაშაულია. მისი განხორციელება გამოიწვევს სისხლისღვრას განუსაზღვრელი შედეგებით, მშვიდობისა და სტაბილურობის განადგურებასთან ერთად“.
აშშ-სა და კუბას შორის დაძაბულობა ტრამპის მეორე ადმინისტრაციის პირობებში გამწვავდა.
ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს აშშ-ის მიერ დაკავების შემდეგ, ამერიკამ ხელში ჩაიგდო კონტროლი ვენესუელის ნავთობის მოპოვებაზე, რაზეც კუბა დიდად იყო დამოკიდებული, და დაიწყო სხვა ქვეყნებიდან კუბაში ნავთობის გადაზიდვების ბლოკირება.
შედეგად, კუბის ისედაც მყიფე ენერგოსისტემამ სწრაფი კოლაფსი დაიწყო.
