ესტონურმა გამანადგურებელმა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან პირველად ჩამოაგდო უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინულ მხარეს ეკუთვნოდა. ინფორმაციას ესტონური მედია ავრცელებს.
ესტონეთის თავდაცვის მინისტრის, ჰანო პევკურის განცხადებით, პირველადი ინფორმაციით დასტურდება, რომ უპილოტო საფრენი აპარატი ესტონეთის საჰაერო სივრცეში უკრაინიდან შეიჭრა. ის რუსეთში მიფრინავდა.
მანამდე ესტონეთის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის, შესახებ, რომ ქვეყანას დრონები უახლოვდებოდა.
ინციდენტთან დაკავშირებით შვედეთმა სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი თვითმფრინავებიც ააფრინა.
კომენტარები
