ზაარბრიუკენი თბილისს დაუმეგობრდა საბჭოთა საქართველოს დროს და აქტიური კავშირი შეინარჩუნა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, რომლის მმართველობა და პოლიტიკური წყობა სტრასბურგის სასამართლოს მიერ დანაშაულებრივად შერაცხილი ადამიანების სისტემური წამების საკითხთან მიმართებით, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ ზაარბრიუკენის მიერ თბილისთან კავშირის გაწყვეტაზე საუბრისას.
მისივე თქმით, გასაოცარი და გასაკვირია, თუ რაოდენ დასუსტდა ის მანქანა, რასაც ევრო ბიუროკრატიას უწოდებენ.
„სრულიად გასაოცარი და გასაკვირია, თუ რაოდენ დასუსტდა ის მანქანა, რასაც ჩვენ ევრო ბიუროკრატიას ვუწოდებთ და თუ რა მეთოდებს იყენებს საქართველოზე ზეწოლის განხორციელების თვალსაზრისით“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.
კომენტარები
