პოლონელებმა კრაკოვის მერი რეფერენდუმის გზით თანამდებობიდან გადააყენეს. რეფერენდუმზე ამომრჩეველთა აქტივობამ 30% შეადგინა, ალექსანდრ მიშალსკის გადაყენებას 97%-ზე მეტმა დაუჭირა მხარი.
კრაკოვის მერს ფინანსების არასათანადო მართვას ედავებოდნენ, მოსახლეობის ნაწილი მას ლიბერალური პოლიტიკის, მკაცრი მწვანე რეგულაციების და გრანდიოზული ლგბტ მსვლელობების მხარდაჭერის გამო აკრიტიკებდა.
Politico წერს, რომ ამ რეფერენდუმით პოლონეთის პრემიერ-მინისტრს დონალდ ტუსკს სერიოზული დარტყმა მიადგა, რადგან კრაკოვის მოსახლეობამ მიშალსკის წინააღმდეგ მემარჯვენე პარტიების კამპანიას დაუჭირა მხარი.
კომენტარები
