აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ომის დასასრულებლად შეთანხმების მისაღწევად, შესაძლოა, „კიდევ რამდენიმე დღე“ გახდეს საჭირო.
„პრეზიდენტმა გამოხატა სურვილი, რომ მიაღწიოს [შეთანხმებას] – ის ან კარგ გარიგებას დადებს, ან საერთოდ არაფერს“, – განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს ინდოეთში ოთხდღიანი ვიზიტის დასრულებისას, რომლის ფარგლებშიც მან პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან ერთად განიხილა ომის გავლენა ენერგორესურსების გლობალურ ფასებზე.
„მაგრამ ამას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს, ვგულისხმობ კიდევ რამდენიმე დღეს“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
„სრუტე უნდა იყოს ღია, შეუფერხებელი და უბაჟო“, – განაცხადა რუბიომ. „და ცხადია, ეს დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს, როგორც კი რაიმე შეთანხმება იქნება მიღწეული“.
კომენტარები
