საოპერო მომღერალმა ანიტა რაჭველიშვილმა საფრანგეთში, “ბასტილიის აღების დღის” აღსანიშნ კონცერტზე იმღერა.
ანიტა რაჭველიშვილმა, სხვა მომღერლებთან ერთად, საფრანგეთის ჰიმნი – „მარსელიეზა“ შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ 1798 წლის 14 ივლისს შეიარაღებული ხალხის მასამ იერიში მიიტანა ბასტილიის ციხეზე და აბსოლუტიზმის სიმბოლოდ ქცეული სახელმწიფოს ეს მთავარი საპყრობილე აიღო. მეფე ლუი XVI იძულებული გახდა, რამდენიმე დღეში პარიზში ჩასულიყო და ხალხის რევოლუცია ეღიარებინა. ბასტილიის აღების დღესასწაულს ფრანგები ყოველწლიურად აღნიშნავენ.
კომენტარები