ოპოზიციის არსებობა დემოკრატიული სისტემის უმნიშვნელოვანესი სეგმენტია. ეს არის ჩვენი გულისტკივილი, რომ საქართველოში რეალურად არ არსებობს ოპოზიცია, რომელიც იქნებოდა ხელისუფლების და არა ქვეყნის ოპოზიცია, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“.
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ამას „უდიდეს პრობლემას“ უწოდებს. ის ასევე ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებასა გამოეხმაურა.
„რაც შეეხება ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებს, რადიკალებმა მალეს ჭირი და ჭირმა თავი საბოლოოდ არ დამალა. ყოვლად უნიათო, ძალიან სუსტი და არაფრის გამკეთებელი რადიკალი ოპოზიციონერები მხოლოდ იმით არიან დაკავებულები, რომ საკუთარ უცხოელ პატრონებს მოაწონონ თავი და თავები თვალონ რაღაც იმპროვიზებულ აქციებზე. ამ მოცემულობაში ერთმანეთისკენ თითს რომ იშვერენ და უშველი სიტყვებით ლანძღავენ და ერთმანეთს არ ინდობენ – ეს არის თანამედროვე რადიკალური ქართული ოპოზიციის სახე“, – აცხადებს მათიკაშვილი.
