აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები შეწყდა.
„ყალბი ახალი ამბები იმის შესახებ, თითქოს ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ და აშშ-მა რამდენიმე დღის წინ საუბარი შეწყვიტეს, სიცრუე და მცდარია. ჩვენ შორის საუბარი უწყვეტად მიმდინარეობს – მათ შორის ოთხი დღის წინ, სამი დღის წინ, ორი დღის წინ, გუშინ და დღესაც“, – დაწერა ტრამპმა.
„სადამდე მიგვიყვანს ეს, არავინ იცის, მაგრამ როგორც ირანს ვუთხარი: „დროა, ასე თუ ისე, შეთანხმებას მიაღწიოთ. თქვენ ამას უკვე 47 წელია აკეთებთ და ამის ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!“ – დასძინა მან.
კომენტარები
