ინდოეთის დედაქალაქ დელიში, ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარს, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილზე მობილიზებულმა სამაშველო ეკიპაჟებმა 40-მდე ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
ამ დროისთვის ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ვარაუდობენ, რომ ცეცხლი სასტუმროს პირველ სართულზე განთავსებულ რესტორანში გაჩნდა.
მომხდარს უკვე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
კომენტარები
