ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა „თავდაცვითი დარტყმები“ მიაყენეს იმ ობიექტებს, რომლებსაც, მისივე თქმით, შეერთებული შტატები სამოქალაქო გემებზე თავდასხმებისთვის იყენებდა.
„ნებისმიერ მტრულ ქმედებას დაუყოვნებელი და გადამწყვეტი პასუხი მოჰყვება. სანქციებმა და ომმა რაც ვერ მოახერხეს, ვერც ახალი ომით მოხერხდება“, – წერს არაღჩი სოციალურ ქსელში.
არაღჩის განცხადებით, ირანი შეტევაზე გადავიდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სამხედრო ძალებმა დაარტყეს ნავთობტანკერს, რომელიც ირანის მთავარი ნავთობის პორტისკენ, კუნძულ ხარგისკენ მიემართებოდა.
ცნობისთვის, ირანმა სარაკეტო დარტყმები მიაყენა ქუვეითსა და ბაჰრეინში განლაგებულ ამერიკულ ბაზებს.
კომენტარები
