შრი ლანკაში, ხანდაზმულთა თავშესაფარში ხანძრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, რვა დაშავებული კი კლინიკაშია გადაყვანილი.
პოლიციის ინფორმაციით, ხანძარი ამჟამად ლიკვდირებულია. მათივე ცნობით, დაკავებულია დაწესებულების დირექტორი.
ამასთან, როგორც მედია წერს, ხანძარი, სავარაუდოდ, დირექტორის დაუდევრობამ გამოიწვია.
„51 ადამიანი გადაარჩინეს და მათზე რეგიონის სამხედრო და საჯარო მოხელეები ზრუნავენ“, – განაცხადა პოლიციის პრესსპიკერმა, ფრედერიკ ვუტლერმა.
მისივე თქმით, ხანძრის გამომწვევ მიზეზთან დაკავშირებით პოლიციის ორი ჯგუფი დამატებით გამოძიებას ატარებს.
კომენტარები
