ჩინეთთან ტრამპის ადმინისტრაციის მზარდი კავშირების ფონზე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ვაშინგტონს საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობით შეშფოთებისკენ მოუწოდებს. ჯო უილსონი საქართველოს პრემიერისთვის, არასერიოზული ფიგურაა. ის არც ჩინეთის ელჩისთვის წარმოადგენს ანგარიშგასაწევ და ამერიკის პოლიტიკის წარმდგენ პერსონას.
სწორედ ჯო უილსონია „კავკასიაში ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტის“ სპონსორი, რომელიც შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მიიღო. კანონპროექტი ამერიკის ადმინისტრაციას ავალდებულებს, მოამზადოს შეფასება საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო სტრუქტურების შეღწევის მასშტაბების შესახებ.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, ვაშინგტონმა საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ 5 წლიანი სტრატეგიაც უნდა შეიმუშაოს. კანონპროექტი განსახილველად და დასამტკიცებლად, სენატს გადაეცა.
