ტელეკომპანია ABC News-ის მთავარი კორესპონდენტი ვაშინგტონში, ჯონათან კარლი პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარს მართავდა ზუსტად იმ მომენტში, როდესაც აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) ირანის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმების დაწყება გამოაცხადა.
სატელეფონო ინტერვიუს დროს პრეზიდენტმა ტრამპმა პირდაპირ ეთერში დაადასტურა სამხედრო ოპერაციის დაწყება და აღნიშნა, რომ ეს არის პასუხი ირანის მიერ ამერიკული ვერტმფრენის ჩამოგდებაზე.
„ვფიქრობ, პასუხის გაცემა ძალიან მნიშვნელოვანია. მათ ჩამოაგდეს ვერტმფრენი და ჩვენ სწორედ ამ წუთებში ვპასუხობთ“, – განაცხადა ტრამპმა კარლთან საუბარში.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი მიდგომა ყოველთვის ძალის პოზიციიდან მოქმედებას გულისხმობდა.
„მე მჯერა ძლიერი ფორმით პასუხის გაცემის. მთელი ცხოვრება ასე მწამდა. ჩვენ გვქონდა შეთანხმება, რომელიც ძალიან კარგი იყო და, ალბათ, [კვლავაც] იქნება“, – განაგრძო პრეზიდენტმა. „ეს არის პასუხი იმაზე, რაც მათ წუხელ ჩვენს ვერტმფრენს გაუკეთეს. მიმაჩნია, რომ რეაგირება უნდა იყოს ძალიან მკაცრი, ძალიან მძლავრი და ეს [ოპერაციაც] სწორედ ასეთია“.
