ალბათ ძალიან ბევრი კითხვაც იქნება და ბევრ საინტერესო ამბავს გავიგებთ, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.
დეპუტატი გამოეხმაურა დღეს პარლამენტში დაგეგმილი მთავარი პროკურორის ანგარიშის წარდგენას.
„კარგად ხედავს დღეს მოსახლეობა, როგორ წაიწია წინ დანაშაულთან ბრძოლამ. ყველა მაჩვენებელი გაუმჯობესებულია. პროკურატურის საქმე ძალიან რთულია. გარდა იმისა, რომ საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებენ გამოძიებაზე, ასევე სასამართლო პროცესებზეც საქართველოს წარმოადგენენ ბრალდების ნაწილში. ასე რომ, ალბათ ძალიან ბევრი კითხვაც იქნება და ბევრ საინტერესო ამბავს გავიგებთ“,- აღნიშნა შარმანაშვილმა.
პარლამენტში დღეს გენერალურ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს მოუსმენენ.
კომენტარები
