ყაზახეთი საქართველოს შავი ზღვის რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს – ასე ეხმაურება გამოცემა „კასპიან პოსტი“ ასტანაში ბეკტენოვისა და კობახიძის მოლაპარაკებებს, რომლის დროსაც მხარეებმა სტრატეგიული თანამშრომლობის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღეს.
შეხვედრა ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ენერგეტიკისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ასევე ყაზახეთის პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის ადრე მიღწეული შეთანხმებების წინსვლაზე იყო ორიენტირებული.
ბეკტენოვმა საქართველო სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში ყაზახეთის ყველაზე სანდრო მეგობრად და საკვანძო პარტნიორად მოიხსენია.
კომენტარები
