სირიის დედაქალაქ დამასკოს სასტუმროსთან, სადაც ოფიციალური ვიზიტით ჩასული საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რჩებოდა, რამდენიმე აფეთქება მოდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, აფეთქებების შემდეგ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა სასტუმროსკენ მიმავალი ყველა გზა გადაკეტეს.
აფეთქებას შეესწრო Reuters-ის კორესპონდენტიც. მისი განმარტებით, სასტუმროსთან ახლოს თეთრი კვამლი ამოდის.
განცხადება გაავრცელა ელისეს სასახლემ, სადაც აღნიშნულია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა სასტუმრო აფეთქებამდე დატოვა.
კომენტარები
