ესპანეთში ტყის ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა, ექვსი კი დაშავდა.
ხანძარი ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ალმერიის პროვინციის მუნიციპალიტეტ ლოს გალიარდოსში გაჩნდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძარი, სავარაუდოდ, დაზიანებულმა ელექტროგადამცემმა ხაზმა გამოიწვია, რის შემდეგაც ცეცხლი სწრაფად გავრცელდა ახლომდებარე ტყის მასივში, თუმცა ოფიციალურად ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე დადასტურებული არ არის.
ხანძრის ქრობის პროცესში დაახლოებით 150 მეხანძრე მონაწილეობდა. ევაკუირებულია 1 000-ზე მეტი ადამიანი.
სამხრეთ ევროპაში ძლიერი სიცხის ტალღა გრძელდება. ესპანეთში, საფრანგეთსა და პორტუგალიაში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს, რის გამოც სხვადასხვა რეგიონში ტყის მასშტაბური ხანძრებია.
კომენტარები
