ვიცე-პრემიერთან, სახელმწიფო მინისტრ მამუკა მდინარაძესთან და მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ლევან ჟორჟოლიანთან ერთად პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს და გამგეობის წევრებს შევხვდი.
განვიხილეთ პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის სამომავლო გეგმები, ასევე ვისაუბრეთ რეგიონებში ბოლო 3 თვის განმავლობაში გამართულ კონფერენციებზე, რაც მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო ახალგაზრდების მოსაზრებების მოსასმენად.
ახალგაზრდებმა პრიორიტეტულ საკითხებად სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ახალგაზრდული სივრცეების მოწყობა და სტაჟირების პროგრამების გაფართოება დაასახელეს. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს და უახლოეს მომავალში კიდევ არაერთ ახალ პროექტს განვახორციელებთ.
ახალგაზრდებზე ზრუნვა ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მადლობას ვუხდი ჩვენი პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას ახალგაზრდებთან აქტიური და უშუალო კომუნიკაციისთვის, რაც აუცილებელია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშესაწყობად.
ახალგაზრდები არიან ჩვენი სახელმწიფოს მომავალი, რომელთაც ამ ქვეყნის მართვა უნდა გადაიბარონ.












