აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს გამოცემა New York Post-ს განუცხადა, რომ მან უკვე „დატოვა მითითებები“ იმ შემთხვევისთვის, თუ ირანი მის მკვლელობას მოახერხებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამაზე პასუხი ძალიან მკაცრი იქნება.
„მათ სიაში დიდი ხანია ვიმყოფები. სწორედ ამასთან გვაქვს საქმე“, – აღნიშნა ტრამპმა.
„ერთადერთი, რაც გავაკეთე, არის ის, რომ დავტოვე კონკრეტული მითითებები: თუ რამე მოხდება, ისინი ისეთი მასშტაბით უნდა დაიბომბონ, როგორიც აქამდე არასდროს უნახავთ“, – დასძინა მან.
როდესაც პრეზიდენტს ჰკითხეს გავრცელებულ ცნობებზე, რომ ისრაელმა აშშ-ის პრეზიდენტზე თავდასხმის გეგმის შესახებ გააფრთხილა, ტრამპმა მიანიშნა, რომ ირანის მხრიდან ახალი გეგმა არ არსებობს, თუმცა აღნიშნა, რომ თეირანს მისი მოკვლა წლებია სურს.
კომენტარები
