უელსში გავრცელებულ ტყის ხანძარს, მასშტაბური ინციდენტის სტატუსი მიენიჭა. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია მოსახლეობა. ადგილზე მეხანძრე მაშველები მუშაობენ.
ტყის ხანძარს ებრძვიან საფრანგეთშიც. პარიზიდან 70 კილომეტრის მანძილზე მდებარე დასახლებაში ცეცხლმა 800 ჰექტარი მიწის ფართობი მოიცვა და საცცხოვრებელი სახლები დააზიანა.
ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამო, ტყის ხანძრებს ევროპის რამდენიმე ქვეყანა ებრძვის, მეცნიერები სტიქიას კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.
კომენტარები
