აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით, აშშ ირანის წინააღმდეგ ახალ დარტყმებს ახორციელებს.
„დღეს, აღმოსავლეთ დროით 16:45 საათზე, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ უმაღლესი მთავარსარდლის მითითებით ირანის წინააღმდეგ ზედიზედ მესამე ღამეა, დარტყმების სერია დაიწყო“, – წერს CENTCOM-ი პლატფორმა X-ზე. – „ეს დარტყმები ირანულ ძალებს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს და შეამცირებს მათი შესაძლებლობას, განახორციელონ თავდასხმები უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობაზე და კომერციულ გემებზე ჰორმუზის სრუტეში“.
აშშ-ის ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა, რომ ამერიკული მხარე ირანის სამხედრო აქტივებს უტევს, მათ შორის სანაპირო სათვალთვალო სისტემებს, დრონებსა და სარაკეტო შესაძლებლობებს.
კომენტარები
