შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკულმა ძალებმა ირანის წინააღმდეგ დარტყმების კიდევ ერთი, მეოთხე ეტაპი განახორციელეს.
ხუთსაათიანი მისიის განმავლობაში ამერიკულმა ძალებმა ირანის სხვადასხვა რეგიონში სამხედრო სამიზნეებს, სანაპირო თავდაცვის სისტემებს, სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების პოზიციებს და საზღვაო შესაძლებლობებს დაარტყეს. რეგიონში ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე იერიშებს განაგრძობს ირანიც.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ცნობით, დრონებით იერიშები „ალ ჯუფაირის“ ამერიკულ ბაზაზე იარაღის საწყობსა და თანამგზავრული კავშირის ცენტრზე მიიტანეს. ირანული დრონების უვნებელყოფის შესახებ ცნობას ბაჰრეინიც ავრცელებს.
კომენტარები
