აზერბაიჯანმა ჩინეთისგან უკვე შეიძინა კონკრეტული დანიშნულების სამხედრო პროდუქცია, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა შუშის IV გლობალურ მედიაფორუმზე განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად აზერბაიჯანში სულ უფრო მეტი ჩინური კომპანია საქმიანობს.
„გასულ წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ჩემი სახელმწიფო ვიზიტისა და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ ჩვენი თანამშრომლობა ყველა მიმართულებით მნიშვნელოვნად გააქტიურდა. ეს მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ყველა სხვა სფეროს. ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ ამ თანამშრომლობით და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ამჟამად აზერბაიჯანში სულ უფრო მეტი ჩინური კომპანია საქმიანობს. ზოგიერთი მათგანი უკვე ახორციელებს მსხვილ საინვესტიციო პროექტებს, სხვები კი სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტში მონაწილეობენ“, – განაცხადა ალიევმა.
