ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ თეირანს აფრთხილებს, რომ ისრაელი თავის ტერიტორიაზე მიტანილ დარტყმას დამანგრეველი ძალით უპასუხებს.
„ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის“, – აცხადებს ის ნეგევის უდაბნოში, ქალაქ დიმონაში გამართულ კონფერენციაზე.
„ირანის ლიდერებისთვის ერთი გზავნილი მაქვს: ნუ ელით სიმშვიდეს, თუ თავს დაგვესხმებით“, – აგრძელებს ის. „ნუ ელით იმის განმეორებას, რაც ადრე მოხდა, რადგან არაფერი განმეორდება. წინა პასუხი საკმარისად ძლიერი იყო, მაგრამ ჩვენი დაზიანების ნებისმიერ შემდგომ მცდელობას სხვა, გაცილებით უფრო ძლიერი პასუხი მოჰყვება“.
„ის დრო, როდესაც ვინმეს შეეძლო ჩვენზე თავდასხმა მძიმე საფასურის გადახდის გარეშე, დასრულდა“, – აცხადებს ნეთანიაჰუ. „ჩვენ ეს დავამტკიცეთ ირანის „ბოროტების ღერძთან“ დაპირისპირებისას და კვლავაც გადამწყვეტად ვიმოქმედებთ ყველას წინააღმდეგ, ვინც ზიანს მოგვაყენებს. ჩვენ ასე ვიმოქმედეთ წარსულში და ასე ვიმოქმედებთ მომავალშიც“.
