ბრიუსელში, მაღალსართულიან შენობაში ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
„როიტერის“ ცნობით, დაღუპულები, რომელთა რაოდენობის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება, ორი ლიფტიდან ერთ-ერთში იპოვეს.
ადგილობრივი შრომის ინსპექციის განცხადებით, ხანძარი ბრუკერის მოედანზე, შენობაში გაჩნდა, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა.
„ჩვენ შეზღუდული წვდომა გვქონდა ლიფტის ორი კაბინეტიდან ერთ-ერთზე და იქ დავინახეთ, რომ ორი ან სამი გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი იყო“, – განაცხადა ინსპექციის წარმომადგენელმა, ბრეხტ სპეიბრუკმა.
ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ცნობით, ხანძრის გაჩენის დროს ადგილზე 200-ზე მეტი მუშა იმყოფებოდა. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.
კომენტარები
