ირანის პრეზიდენტმა თანამოქალაქეებს ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. ირანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ ნებისმიერი გზავნილი, რომელიც საზოგადოებაში განხეთქილებას შეიტანს, ამერიკელების წისქვილზე დაასხამს წყალს.
„ჩვენთვის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის შიგნით ერთიანობის შენარჩუნებაა. ნებისმიერი ქმედება ან განცხადება, რომელიც საზოგადოებაში განხეთქილებას გამოიწვევს, ჩვენს ძალას შეასუსტებს, ეს ნიშნავს, რომ ამერიკას პრობლემების შექმნაც კი არ დასჭირდება, ჩვენ თავად შეიძლება, შევუქმნათ საკუთარ თავს პრობლემა. ამიტომ უნდა მოვერიდოთ ნებისმიერ გზავნილს, რომელიც საზოგადოებაში დაყოფასა და უთანხმოებას გააღრმავებს”, – განაცხადა ფეზეშქიანმა.
კომენტარები
